თურქული მედია - შავ ზღვაში გემებზე თავდასხმებისთვის თურქეთმა უკრაინის ელჩი დაიბარა

შავ ზღვაში გემებზე თავდასხმებისთვის თურქეთმა უკრაინის ელჩი დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu თურქეთის საგარეო უწყებაში თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

“შეხვედრის დროს თურქმა მაღალჩინოსნებმა ხაზი გაუსვეს შავ ზღვაში სიცოცხლის, საკუთრების, ნავიგაციისა და გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას და შესაბამისი გაფრთხილებები გასცეს”, - წერს გამოცემა.

გამოცემის ინფორმაციით, გემი “ლიდერ ბორდო მავი” 26 აგვისტოს რუსულ საპორტო ქალაქ ტუაპსესთან თავდასხმის სამიზნე გახდა. მომდევნო დღეს, გემი “ლიდერ ქოჯათეფე”, რომელიც პირველი გემის ბუქსირებისთვის მიემართებოდა, ასევე თავდასხმის სამიზნე გახდა.

ამ ინციდენტების შემდეგ, ანკარაში უკრაინის ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს, სადაც თურქეთის წარმომადგენლებმა თავისი რეაქცია გამოხატეს თავდასხმებზე.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში