საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა და თხრილში გადავარდა - დაიღუპა ხუთი და დაშავდა 24 ადამიანი

რუსეთის სტავროპოლის მხარეში საქართველოდან მიმავალი ავტობუსისა და „კამაზის“ მარკის სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია რეგიონულ სახელმწიფო საგზაო ინსპექციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავდა 24 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. საგზაო პოლიციის ცნობით, ოთხი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთი რეანიმაციაშია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, სოფელ ინოზემცევოსთან მოხდა.

„საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი Setra-ს ავტობუსის მძღოლმა სახიფათო სიჩქარე აირჩია და მის წინ მიმავალ „კამაზთან“ უსაფრთხო მანძილი ვერ შეინარჩუნა, რამაც შეჯახება გამოიწვია და ავტობუსი თხრილში გადავარდა“, - აცხადებენ სახელმწიფო საგზაო უსაფრთხოების ინსპექციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება