ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყარში, ბენზინგასამართ სადგურთან აფეთქება მოხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ადგილზე სავარაუდოდ, ცეცხლი ბენზინმზიდს გაუჩნდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე რამდენიმე მანქანა დაზიანდა. ამ დროისთვის, დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, რომ აფეთქების ძლიერი ხმა ისმოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველები ადგილზე იმყოფებიან და ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობენ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში