ნიკა გვარამია - განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა

განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი, ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა, - ასე აფასებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, განათლების ყოფილი მინისტრი, ნიკა გვარამია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლითაც აბიტურიენტებს, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევათ.

როგორც გვარამია „ფეისბუქზე“ წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოების ზეწოლის შედეგია.

„საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, კობახიძე იძულებული გახდა, თავისი გადაწყვეტილებით უნივერსიტეტებში ჩარიცხოს ის 1795 აბიტურიენტი, ვინც ეროვნულ გამოცდებზე გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ გაუკუღმართებული რეფორმის გამო სახელმწიფომ გარეთ დატოვა. ვულოცავ ყველა აბიტურიენტს! განათლების სისტემამ კი საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი, ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა. ვულოცავ საზოგადოებას ამ გამარჯვებას!“, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აბიტურიენტებს, რომელთაც გადალახეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას აძლევს. როგორც მინისტრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, წელს სამინისტრო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით დაუშვებს გამონაკლისს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში