დონალდ ტრამპი - კუნძული ხარგი ნანგრევებად იქცევა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებით, ირანის ენერგეტიკული ჰაბი, კუნძული ხარგი, მთლიანად ნადგურდება.

„კუნძული ხარგი ნანგრევებად იქცევა!!! პრეზიდენტი დონალდ ტრამპი“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.

Reuters-ი წერს, რომ ტრამპის ერთსტრიქონიან პოსტს თან ახლავს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეო კლიპი.

გამოცემის ინფორმაციით, არ არსებობს სხვა მტკიცებულება იმისა, რომ ირანის ენერგეტიკულ ცენტრზე თავდასხმა განხორციელდა. თეთრ სახლსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს კომენტართან დაკავშირებით Reuters-ის თხოვნაზე ჯერ არ უპასუხიათ.

Reuters-ი წერს, რომ ხარგზე თავდასხმა, რომელიც 28 თებერვალს დაწყებულ ომამდე ირანის ნავთობის ექსპორტის 90%-ს ახორციელებდა, სერიოზულად შეაფერხებს მის ენერგეტიკულ ვაჭრობას და უზარმაზარ ზეწოლას მოახდენს მის ეკონომიკაზე.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა