ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა - ნეპალში ჰიდროელექტროსადგურების გვირაბებში ჩარჩენილი ასობით ადამიანის გადარჩენას ცდილობენ

ნეპალი აცხადებს, რომ აძლიერებს ძალისხმევას ჰიდროელექტროსადგურების პროექტებში, მათ შორის Trishuli-3A ობიექტზე, ოთხშაბათს მომხდარი წყალდიდობის შემდეგ გვირაბებში ჩარჩენილი ასობით ადამიანის გასათავისუფლებლად, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ეკიპაჟები, მათ შორის ექსპერტები ჩინეთიდან და ინდოეთიდან, ცდილობენ დაკავშირებას, თუმცა ჯერჯერობით გვირაბიდან არანაირი პასუხი არ მიუღიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულად ცნობილი 2 500 ადამიანიდან ასობით პირი ნეპალის ჰიდროელექტროსადგურების თანამშრომელია.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ოთხშაბათს მომხდარი კატასტროფის შედეგად ნეპალში სულ მცირე 903 ადამიანი დაიღუპა, 4 200 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ტიბეტში, ოფიციალური მონაცემებით, 16 ადამიანი დაიღუპა, 546 კი დაკარგულად ითვლება.

ჩიტვანის რაიონში განახლდა ამოუცნობი დაღუპულების დაკრძალვა, რომელთა ცხედრებიც ნაპირზე გამოირიყა. ხელისუფლება ცხედრების დნმ-ის ნიმუშებს ინახავს, რათა მოგვიანებით ოჯახის წევრების დნმ-ს შეუსაბამებენ და გარდაცვლილთა იდენტიფიცირებას მოახდინონ.

272 ცხედრიდან თითქმის 200 გუშინ დაკრძალეს და ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ დარჩენილი ცხედრების დაკრძალვა დღეს დასრულდება.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა