BTU-მ ხელოვნური ინტელექტისთვის ქართული ენის გრამატიკული სახელმძღვანელო მოამზადა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტის პროექტის მორიგი ეტაპი დასრულდა. პროექტის ფარგლებში მომზადდა სახელმძღვანელო „ქართული ენის გრამატიკა ხელოვნური ინტელექტისთვის“, რომელიც ქართული ენის გრამატიკული სისტემის ტექნოლოგიური გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.

პროექტის მიზანია, თანამედროვე ხელოვნური ინტელექტისა და ენობრივი ტექნოლოგიების განვითარებაში ქართულ ენას ჰქონდეს არა მხოლოდ ტექსტური წარმოდგენა, არამედ მისი გრამატიკული სტრუქტურის, ენობრივი კავშირებისა და კონტექსტის უფრო ზუსტი აღწერა.

პროექტის პირველ ეტაპზე BTU-მ დაამუშავა მილიონობით ქართულენოვანი ტექსტი, შექმნა ქართული ენის ციფრული რესურსები და ღია წვდომით საერთაშორისო პლატფორმა GitHub-ზე განათავსა. ამ ეტაპმა AI სისტემებისთვის ქართული ენის მონაცემთა ბაზების განვითარებას საფუძველი ჩაუყარა.

მეორე ეტაპზე კვლევის ფოკუსი ენის სტრუქტურულ ანალიზზე გადავიდა. 7 მილიარდზე მეტი ტოკენის მოცულობის ქართულენოვანი კორპუსის საფუძველზე განხორციელდა გრამატიკული, მორფოლოგიური და სინტაქსური თავისებურებების კვლევა, რომლის შედეგების შეჯერებით მომზადდა სახელმძღვანელო. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ენის უფრო ეფექტიან დამუშავებას დიდი ენობრივი მოდელების (LLM), მანქანური თარგმანისა და სხვა ენობრივი ტექნოლოგიების განვითარებაში.

ნაშრომი ეფუძნება ქართველი ენათმეცნიერების მრავალწლოვან სამეცნიერო მემკვიდრეობას. BTU-ს ნაშრომი ამ ცოდნის თანამედროვე ტექნოლოგიური ინტერპრეტაციის მცდელობას წარმოადგენს.

კვლევის განხორციელებაში გამოყენებული იყო BTU-ს ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა BTUAI, რომელმაც უზრუნველყო დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავება და ანალიზი, ხოლო კვლევის მეთოდოლოგია, შეფასება და საბოლოო ინტერპრეტაცია ქართველი მკვლევრების მიერ განისაზღვრა.

ავტორების განმარტებით, ნაშრომი არ წარმოადგენს ქართული ენის სრულ მანქანურ მოდელს. იგი არის ქართული ენის ინფორმაციულ-მათემატიკური მოდელირების საწყისი ეტაპი, რომელიც შემდგომი სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების საფუძველს ქმნის.

სახელმძღვანელოს პირველი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია ღია წვდომით საერთაშორისო რეპოზიტორებზე და მისი გამოყენება შეუძლიათ მკვლევრებს, დეველოპერებს, უნივერსიტეტებსა და ენობრივი ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში