არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის მხრიდან თავდასხმაზე - ვიტოვებთ რეაგირების უფლებას და მივიღებთ ყველა საჭირო ზომას ჩვენი ტერიტორიის, მოსახლეობისა და ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად

არაბთა გაერთიანებული საამიროებმა ქვეყანაზე ირანის თავდასხმა დაგმო მას შემდეგ, რაც საჰაერო თავდაცვამ არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიული წყლების თავზე დრონი მოიგერია, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

უწყებამ მომხდარი არაბთა გაერთიანებული საამიროების სუვერენიტეტის სერიოზულ დარღვევად და მოქალაქეებისა და მაცხოვრებლებისთვის პირდაპირი საფრთხის შექმნად შეაფასა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები იტოვებს რეაგირების უფლებას და მიიღებს ყველა საჭირო ზომას მისი ტერიტორიის, მოსახლეობისა და ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

უწყების მტკიცებით, თავდასხმა საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საზღვაო გზებს.

ცნობისთვის, მანამდე ირანის არმიამ განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ალ-მინჰადის საჰაერო ბაზაზე განლაგებული აშშ-ის ჯარებისა და ვერტმფრენების მიმართულებით ათობით ასაფეთქებელი დრონი გაუშვეს. ირანის არმიის შეფასებით, აღნიშნული შეტევა ირანის ლარაკის კუნძულზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე რეაგირება იყო.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში