კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის საზღვაო ძალებმა ტანკერი დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის

ევროკავშირის საზღვაო ძალებმა, რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ სავარაუდო კავშირების ბრალდებით, ხმელთაშუა ზღვაში ნავთობტანკერი MV SUN დააკავეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი, იუწყება.

„ჩრდილოვანი ფლოტის გემებიდან ნავთობის უკანონო გაყიდვები უკრაინაში რუსეთის ომისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია და ჩვენ გავაგრძელებთ მათ აღკვეთას. ნავთობტანკერი MV SUN, რომელიც ეჭვმიტანილია საერთაშორისო საზღვაო სამართლის დარღვევით ცრუ დროშის ქვეშ ცურვაში, 30 აგვისტოს ხმელთაშუა ზღვაში ოპერაცია EUNAVFOR MED IRINI-ის ძალებმა დროშის შემოწმების მიზნით დააკავეს“, - წერს კალასი სოციალურ ქსელში.

მისი განმარტებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე მეექვსე სავარაუდო „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემია, რომელზეც ევროკავშირის ოპერაციების ფარგლებში ავიდნენ.

„ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ მიმართული ზომები იმ საკითხებს შორის იქნება, რომლებსაც ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები სამშაბათს ირლანდიაში შეხვედრისას განიხილავენ“, - აცხადებს კალასი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში