პენიტენციური სამსახური - ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული, შესაბამისად, არ ყოფილა პაემანი ჩანიშნული და არც გაუქმებულა

ირაკლი ღარიბაშვილთან პაემანი [ჩანიშნული] არც ყოფილა და შესაბამისად, არც გაუქმებულა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, რითაც გამოეხმაურნენ ადვოკატის განცხადებას, რომ ციხეში მყოფ ყოფილ პრემიერს შვილებთან ჩანიშნული პაემანი გაუუქმეს.

„ირაკლი ღარიბაშვილი ზის დახურული ტიპის მე- 12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, არ ყოფილა პაემანი და არც გაუქმებულა“, - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

ცნობისთვის, ადვოკატ ლილი გელაშვილის ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, გასულ კვირას, შვილებთან შეხვედრისთვის ჩანიშნული პაემანი გაუუქმეს. მისივე თქმით, პაემნის გაუქმების მიზეზი უცნობია.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავმა, ვასილ მხეიძემ მიაწოდა. ასევე, უწყების ცნობით, გამოძიებასთან ითანამშრომლა თავად ჯუანშერ ბურჭულაძემაც. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარისა და აპარატურის შეძენის მიზნით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ჩატარებულ რამდენიმე საიდუმლო შესყიდვას.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში