ესპანეთის პრემიერ-მინიტრმა განაცხადა, რომ ისრაელისა და რუსეთთან დაკავშირებული ქსელები სეუტაში მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ, რასაც ისრაელში „ურცხვი ტყუილი“ უწოდეს

ისრაელისა და რუსეთთან დაკავშირებული ქსელები სეუტაში მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

„30 და 31 ივლისის შემდეგ ჭორები და დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, რუსეთთან და ისრაელთან დაკავშირებული სოციალური ქსელების მიერ, ასევე, ულტრამემარჯვენე ინტერნაციონალის მიერ, რომელიც ყოველთვის იყენებს მიგრაციას არა მხოლოდ ესპანეთზე თავდასხმისთვის, არამედ ევროპის გასახლეჩად“, - განაცხადა სანჩესმა რადიო Cadena SER-თან ინტერვიუში.

მოგვიანებით, სანჩესის განცხადებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი გამოეხმაურა.

„დღეს Cadena SER-თან ინტერვიუში მან კვლავ იცრუა და ისრაელი სეუტაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ეს ურცხვი ტყუილია! ცილისმწამებლური ტყუილების გავრცელების გაგრძელებით სანჩესი ყურადღებას ვერ გადაიტანს ქვეყნის მართვაში სამარცხვინო კრახისგან“, - აღნიშნა საარმა.

შეგახსენებთ, 30 ივლისს, მაროკოდან სეუტას ანკლავში 70000-ზე მეტი მიგრანტი შეიჭრა. სეუტას ხელმძღვანელობის ცნობით, ანკლავის ტერიტორიაზე 10000-მდე მიგრანტი რჩება.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში