მარტა კოსი - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მოწინავე პოზიციებს მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა ინარჩუნებენ - ევროპა ისეთი მიმზიდველია, როგორც არასდროს

ისლანდიაში რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, ევროკავშირის გაფართოების პროცესი გრძელდება, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ევროპის მიმართ ახალი ინტერესი გაჩნდა. წლების განმავლობაში არსებული ნელი პროგრესის შემდეგ, პროცესი კვლავ წინ წავიდა“, - განაცხადა კოსმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით ისლანდიის უარი „დასანანია“.

„ვფიქრობ, ისლანდიისთვის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა საუკეთესო გარანტია იქნებოდა, რომ მომავალში ევროკავშირთან ურთიერთობით მეტი სარგებელი მიეღო, რადგან სრულუფლებიანი წევრობა გაცილებით მეტს გვთავაზობს, ვიდრე უბრალოდ ერთიან ბაზარზე და შენგენის ზონაზე წვდომაა“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

ამასთან, მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მოწინავე პოზიციებს მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა ინარჩუნებენ.

„ევროპა ისეთი მიმზიდველია, როგორც არასდროს“, - განაცხადა მარტა კოსმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში