ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაცია არგენტინელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მსურს ყველას გაცნობოთ, რომ ეროვნულ ნაკრებს ვტოვებ. ეს მტკივნეული გადაწყვეტილება იყო, რომელიც ტკივილს იწვევს, მაგრამ ვხვდები, რომ ახლა შესაფერისი მომენტია“, - დაწერა მესიმ.

ლიონელ მესის არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. 39 წლის ფეხბურთელმა არგენტინის ნაკრების მაისურით 207 მატჩი ჩაატარა და 125 გოლი გაიტანა.

მესი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი (2022), ოლიმპიური ჩემპიონი (2008) და ორგზის კოპა ამერიკის გამარჯვებულია (2021, 2024).

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში