ირაკლი კირცხალია - ვმუშაობთ ფიზიკურ პირებთან მიმართებით ქონების გადასახადის დღეს არსებული ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით - ეს ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ მოქალაქეზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ქონების გადასახადის ზღვარი გაიზრდება, რაზეც აქტიურად მუშაობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. შესაბამისი განცხადება ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ირაკლი კირცხალიას თქმით, აღნიშნული ცვლილება ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ მოქალაქეზე.

უმრავლესობის ლიდერს არ დაუკონკრეტებია ინიციატივის დეტალები, თუ რამდენად გაიზრდება ფიზიკური პირებისთვის დასაბეგრი ქონების ზღვარი.

„მინდა, გადაწყვეტილად დავაანონსო და ვუთხრა საზოგადოებას, ძალიან აქტიურად მუშაობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ფინანსთა სამინისტროსთან. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ცვლილება იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის. კერძოდ, ვამუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში ფიზიკურ პირებთან მიმართებით დღეს უკვე არსებული ზღვარი რაცაა, რაც შემდეგ წარმოშობს ქონების გადასახადს, ამ ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით, უფრო დადებითი კუთხით, უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი. ამის მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ეს ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, ქონების გადასახადი უწევს პირს, თუ მისი ან ოჯახის შემოსავალი წლიურად 40 000 ლარს აღემატება.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში