მომიტინგეების განცხადებით, აჭარის მთავრობის სახლთან პროტესტის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, ინციდენტი მოხდა.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ უცხო პირები თავს დაესხნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

“რუსეთი ოკუპანტია" - ტრანსპარანტები გვქონდა გამოფენილი, როგორც ჩანს არ მოეწონათ, ბავშვების თვალწინ აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გვემუქრებოდნენ, თავად დაგვესხნენ თავს, ფაქტის შესახებ 112-ში დავრეკეთ, არაფერი არ ვიცით, თავდამსხმელები თუ დააკავეს”, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებმა სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს, მათ შესაბამისი დახმარება ადგილზე გაეწიათ.

შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციები თითქმის ორი წელია უწყვეტად მიმდინარეობს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში