ორგანიზაცია "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას"  7 სექტემბერს, დიუშენის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს დაგეგმილ ღონისძიებასთან  დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართება საჯარო ღონისძიება, რომლითაც კიდევ ერთხელ გვინდა, შევახსენოთ საზოგადოებას ჩვენი ბრძოლის შესახებ, გავუზიაროთ ჩვენი გამოწვევები და ჩვენი წარმატებები. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოების მხრიდან ნებისმიერი სახის მონაწილეობა ბავშვებისთვის იქნება არა მხოლოდ საჩუქარი, არამედ ყურადღების, თანადგომისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გზავნილი.

„7 სექტემბერი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა.

საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია. მათი ნაწილი ეტლზეა მიჯაჭვული ხოლო ნაწილი მართვით სუნთქვაზეა.

2026 წლის გაზაფხულზე წამლის მოთხოვნით გამართული აქციების დროს დიუშენის ბავშვებმა უპრეცედენტო საზოგადოებრივი მხარდაჭერა მიიღეს, რისთვისაც ყველას კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას.

2026 წლის 7 სექტემბერს სასტუმრო პანორამა „ლისი გრანდ ოტელში“ გაიმართება საჯარო ღონისძიება, რომლითაც კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას ჩვენი ბრძოლის შესახებ, გავუზიაროთ ჩვენი გამოწვევები და ჩვენი წარმატებები.

ღონისძიებას დაესწრებიან დიუშენით დაავადებული ბავშვები, მათი მშობლები, ექიმები და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები.

კომპანიებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ შეუერთდნენ ამ ღონისძიებას და მათი პროდუქციით, სასაჩუქრე ვაუჩერებით, ან მათთვის საინტერესო სხვა მხარდაჭერით დაასაჩუქრონ დიუშენით დაავადებული ბავშვები.

თქვენი ნებისმიერი სახის მონაწილეობა ბავშვებისთვის იქნება არა მხოლოდ საჩუქარი, არამედ ყურადღების, თანადგომისა და საზოგადოებისგან მიღებული მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გზავნილი.

გვჯერა, რომ ერთად შეგვიძლია 7 სექტემბერი ამ ბავშვებისთვის განსაკუთრებულ და დაუვიწყარ დღედ ვაქციოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება