ვოლოდიმირ ზელენსკი - სადაზვერვო მონაცემები და რუსეთიდან სიგნალები მიუთითებს, რომ პუტინს ომის გაგრძელება სურს - ვნახოთ, რას შეძლებენ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სექტემბერში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს

სამწუხაროდ, სადაზვერვო მონაცემები და რუსეთიდან სიგნალები მიუთითებს, რომ პუტინს ომის გაგრძელება სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს სატელეფონო საუბრის დროს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარებისა და რუსეთის თავდასხმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ემზადებიან შეხვედრებისთვის და რუსულ მხარესთან შესაბამისი კომუნიკაციისთვის, ასევე უკრაინაში ვიზიტისთვის. აუცილებელია, რომ მოსკოვში, პუტინისგან შესაბამისი განწყობა იყოს - ომის დასრულების და არა ომის გაგრძელების. ვნახოთ, რას შეძლებენ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები. სექტემბერში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ადამიანების სიცოცხლის დასაცავად და მშვიდობის მისაღწევად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში