შსს-მ აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ფაქტთან დაკავშირებით ამ დროისთვის არავინ არის დაკავებული.

დღეს აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეებს უცნობი პირები დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ უცნობმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მათი თქმით, დაპირისპირების მიზეზი აქციაზე გამოფენილი ტრანსპარანტები გახდა, წარწერებით - „რუსეთი ოკუპანტია“ და „საქართველოს ადგილი ევროპაშია“.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში