შვედეთმა საფრანგეთს ოთხი სამხედრო გემი შეუკვეთა

შვედეთმა საფრანგეთს ოთხი სამხედრო გემი შეუკვეთა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სტოკჰოლმში გამართულ ცერემონიაზე შვედეთმა საფრანგეთთან ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლითაც კომპანია Naval Group-ისგან ოთხ ფრეგატს შეიძენს.

ცერემონიას ესწრებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი.

„საფრანგეთი და შვედეთი როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში აჩვენებენ, რომ ევროპული სუვერენიტეტი ერთობლივად შენდება“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

4 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმების ფარგლებში, შვედეთი პირველ ფრეგატს 2030 წლისთვის მიიღებს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში