ჯეი დი ვენსი ხარგის კუნძულზე ტრამპის განცხადებაზე - პრეზიდენტმა ირანელებს მესიჯი გაუგზავნა

კუნძულ ხარგის შესახებ პოსტით დონალდ ტრამპმა ირანს მესიჯი გაუგზავნა, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

„პრეზიდენტს სოციალურ ქსელში სტილის შეცვლა უყვარს. თვითონ იქნება პირველი, რომელიც იტყვის, რომ სოციალურ ქსელში სამხედრო მოქმედებების შესახებ განცხადებებს არ აკეთებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ირანელებს მესიჯი გაუგზავნა“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ იბომბება კუნძული ხარგი.

„კუნძული ხარგი ნანგრევებად იქცევა!!! პრეზიდენტი დონალდ ტრამპი“, - დაწერა ტრამპმა ვიდეოსთან ერთად.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ გასულ ღამეს ირანის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების დროს, აშშ-ს კუნძული ხარგი არ დაუბომბავს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში