მარგუს ცაჰკნა - ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, როდესაც დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ - საპასუხოდ, ნატო-ს გამანადგურებლები აფრინდნენ

ესტონეთის ზოგიერთ ნაწილში ღამით საჰაერო განგაში გააქტიურდა მას შემდეგ, რაც დრონები ჩვენს საზღვარს მოუახლოვდნენ და ესტონეთის საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, საპასუხოდ, ამარის საჰაერო ბაზიდან ნატო-ს მოიერიშე თვითმფრინავები აფრინდნენ.

„მოგვიანებით, ესტონეთის თავდაცვის ძალებმა საჰაერო განგაში გააუქმა. ნატო-მ სწრაფად და ზუსტად ისე მოახდინა რეაგირება, როგორც დაგეგმილი იყო. ალიანსი ფხიზლადაა და მზადაა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია“, - წერს ცაჰკნა.

მისი თქმით, ასეთი ინციდენტები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის პირდაპირი შედეგია და ხაზს უსვამს რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას, რათა მან აგრესია შეწყვიტოს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს