The Associated Press - დენ დრისკოლი აშშ-ის არმიის მდივნის თანამდებობას ტოვებს

დენ დრისკოლი აშშ-ის არმიის მდივნის თანამდებობას ტოვებს, - ინფორმაციას The Associated Press-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მდივანი დრისკოლი ეფექტურად უწყობდა ხელს პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგის არმიის დეპარტამენტში გატარებას, ისტორიული სამხედრო ოპერაციების დროს ლიდერობით, ლეტალურობის აღდგენით, ასევე, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობით. მისი მუშაობის დამსახურებით, მთავარსარდალთან და ომის მდივანთან ერთად, აშშ-ის არმია ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ანა კელიმ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დენ დრისკოლი თანამდებობას აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, პიტ ჰეგსეთთან დაძაბულობის გამო ტოვებს, რომელიც შეიარაღებულ ძალებში მაღალჩინოსანი სამხედრო პირების გათავისუფლებას უკავშირდება.

აშშ-ის არმიის წარმომადგენელმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ დრისკოლი დონალდ ტრამპს არმიის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა და შემდეგ გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა.

ასევე, წყაროების ცნობით, უახლოეს დღეებში თანამდებობას დრისკოლის მოადგილე, დეივ ფიცჯერალდიც დატოვებს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს