რუსებმა უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტს დაარტყეს

რუსებმა უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, რუსულმა ძალებმა დრონების გამოყენებით უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე მდებარე საბორნე გამშვებ პუნქტ „ორლოვკაზე“ თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის შემდეგ „ორლოვკას“ გამშვებმა პუნქტმა დროებით მუშაობა შეაჩერა.

„თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომლის ლოკალიზებაც მაშველებმა შეძლეს“, - აცხადებს უკრაინის სასაზღვრო სამსახური.

ასევე, რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოდესის ოლქში რუსეთის იერიშების გამო ქვეყნის საჰაერო სივრცეში ნატო-ს ავიაგამანადგურებლები განლაგდნენ. მოგვიანებით, უწყებაში აღნიშნეს, რომ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა არ დაფიქსირებულა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს