ალექსანდრე ლუკაშენკო - თანამედროვე სამყაროში პირდაპირი სამხედრო აგრესია დაბრუნდა - ჩვენი პასუხი ევრაზიაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ფორმირება უნდა იყოს

თანამედროვე სამყაროში პირდაპირი სამხედრო აგრესია დაბრუნდა - ჩვენი პასუხი ევრაზიაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ფორმირება უნდა იყოს, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ყირგიზეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ამ სფეროში გამოწვევები იმატებს. ინფორმაციული, დიპლომატიური, ფინანსურ-ეკონომიკური და სხვა სახის სანქციებით ზეწოლა დღევანდელი რეალობაა. გავლენიანი ძალების არსენალი მხოლოდ ფერადი რევოლუციებისა და ჰიბრიდული მოქმედებებისგან აღარ შედგება. დღეს, დემონსტრაციულად დაბრუნდა პირდაპირი და მასშტაბური სამხედრო აგრესია. მსგავს გამოწვევაზე ჩვენი პასუხი ევრაზიაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ფორმირება, ნდობისა და თანამშრომლობის საერთო სივრცის შექმნა უნდა იყოს“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონტაქტები უნდა გააძლიეროს.

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქარტიაში დაფიქსირებული პარტნიორის სტატუსი ადასტურებს, რომ ჩვენ დახურული ალიანსების მომხრეები არ ვართ და მზად ვართ ყველასთან ვითანამშრომლოთ. საჭიროა კონტაქტების გაძლიერება ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, დსთ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია, აფრიკის კავშირი და, რა თქმა უნდა BRICS-ია“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს