მარკ კარნი ვლადიმერ პუტინს - გადით უკრაინიდან, დაუბრუნეთ მთელი უკრაინა უკრაინას, დაასრულეთ ეს ომი

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მხოლოდ ძალის და პირდაპირი საუბრის ესმის.

„წარსულში არაერთხელ შევხვედრივარ ვლადიმერ პუტინს. მას მხოლოდ ძალა და პირდაპირი საუბარი ესმის“, - აღნიშნა კარნიმ.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა უნდა შეწყვიტოს ომი, რომლის გამოც ყოველთვიურად 30 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება.

„გზავნილი მარტივი იქნებოდა: გადით უკრაინიდან. დაუბრუნეთ მთელი უკრაინა უკრაინას. დაასრულეთ ეს ომი, რომელიც ყოველთვიურად 30 000-ზე მეტ ადამიანს კლავს“, - აღნიშნა კარნიმ.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს