ანდრეი სიბიგა - რუსეთის მიერ კიევში, „კოკა-კოლას“ ობიექტზე თავდასხმა კიდევ ერთი განზრახ თავდასხმაა ამერიკულ ბიზნეს ინტერესებზე

რუსეთის მიერ კიევში, „კოკა-კოლას“ ობიექტზე განხორციელებული დარტყმა არ იყო იზოლირებული ინციდენტი, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

„ეს კიდევ ერთი განზრახ თავდასხმაა ამერიკულ ბიზნეს ინტერესებზე და რუსეთის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის ეკონომიკის დაზიანებას და ამერიკული კომპანიების საერთაშორისო ბაზრებიდან განდევნას“, - აცხადებს სიბიგა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას მოუწოდებს, მიიღოს კანონი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

„მხოლოდ ძალა დააყენებს მოსკოვს თავის ადგილზე. ამ თვალსაზრისით, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, მიიღოს კანონი რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ“, - აცხადებს სიბიგა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა დრონებმა ხუთშაბათს, უკრაინის დედაქალაქ კიევის მახლობლად, კოკა-კოლას ახალი ქარხანა დააზიანეს.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს