ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში დისტანციური პრაქტიკის პროგრამა გაიარეს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, KIU-ს ექვსმა სტუდენტმა სააგენტოში დისტანციური პრაქტიკის სპეციალური პროგრამა გაიარა.

ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

„დისტანციურ ფორმატზე მორგებული სასწავლო-პრაქტიკული კურსი სააგენტოს სასწავლო კვლევითმა ცენტრმა შეიმუშავა და პროგრამა GCCA-ის სტრუქტურული ერთეულების სპეციფიკაზე მორგებულ თეორიულ მოდულებს, მენტორობის სისტემასა და რეალურ პრაქტიკულ დავალებებს მოიცავდა.

სტუდენტებმა ინტენსიური პრაქტიკა შესაბამის დეპარტამენტებში, ცენტრის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური გეგმა-გრაფიკით გაიარეს - ერთთვიანი კომპლექსური პროგრამა 31 ივლისს დაიწყო და 1-ელ სექტემბერს დასრულდა. უწყების ყოველდღიურ საქმიანობაში უშუალო ჩართულობით, მონაწილეებმა პრაქტიკული გამოცდილების მიღება შეძლეს. სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუდენტების მოტივაცია და ონლაინ-სამუშაო გარემოში სწრაფი ადაპტაცია წარმატებულად შეაფასეს.

GCCA-ი რეგიონებში მყოფი ახალგაზრდებისთვის დისტანციურ ფორმატში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შეთავაზებას მომავალშიც გეგმავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს