სკოტ ბესენტის განცხადებით, გლობალური ენერგეტიკული შოკის და საწვავზე ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინის მხრიდან რუსეთის ენერგეტიკულ აქტივებსა და ნავთობ პროდუქტებზე დარტყმების მიყენებაა

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, უკრაინის თავდასხმები რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე გლობალური ენერგეტიკული შოკის და საწვავზე ფასების ზრდის ერთ-ერთ მთავარი მიზეზია.

„ჩვენ ამჟამად ენერგეტიკულ შოკს განვიცდით, რაც გამოწვეულია როგორც უკრაინაში ომის გამო - იმიტომ, რომ უკრაინამ გადაწყვიტა, რომ სურს რუსული ენერგეტიკულ აქტივებსა და ნავთობ პროდუქტებზე დარტყმების მიყენება, რაც გლობალურ დონეზე ფასების ზრდაზე ზეწოლას ქმნის - ასევე ირანის ირგვლივ არსებული კონფლიქტის გამო“, - აღნიშნა ბესენტმა.

შეგახსენებთ, სკოტ ბესენტი რამდენიმე დღის წინ, „დიდი ოცეულის“ მინისტერიალის ფარგლებში, რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს