შსს - დაკავებულია პირი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავი ადვოკატად წარუდგინა და ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად საბუთების მომზადებაში დახმარების სანაცვლოდ 58 000 ლარი გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა

პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავი ადვოკატად წარუდგინა და მათ საქართველოში ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად საბუთების მომზადებაში დახმარების სანაცვლოდ 58 000 ლარი გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და აღნიშნული თანხა თაღლითურად მიისაკუთრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავი ადვოკატად წარუდგინა და მათ საქართველოში ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად საბუთების მომზადებაში დახმარების სანაცვლოდ 58 000 ლარი გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და აღნიშნული თანხა თაღლითურად მიისაკუთრა.

დაზარალებულთა მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის შემდგომ, ბრალდებულმა დაამზადა საბანკო გადარიცხვის ყალბი დოკუმენტი და აღნიშნული დოკუმენტის გამოყენებით შეეცადა დაზარალებულთა დარწმუნებას, თითქოს მათთვის კუთვნილი თანხა უკან ჰქონდა დაბრუნებული.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია