თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მისი პირადი დაცვის წევრები იკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებული სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე იკითხებიან გრიგოლ ლილუაშვილის პირადი დაცვის წევრები.

როგორც ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის წევრები ისაუბრებენ იმაზე, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე არასდროს ყოფილა გრიგოლ ლილუაშვილის კაბინეტში, "მით უმეტეს 15-კილოიანი ხელბარგით".

"სასამართლოს დღევანდელ პროცესზე გრიგოლ ლილუაშვილის პირადი დაცვის წევრები დაიკითხებიან, რომლებიც დაადასტურებენ იმ რეალობას, რაც იყო. მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი დაადასტურებენ იმას, რომ რომეო მიქაუტაძე არასდროს ყოფილა გრიგოლ ლილუაშვილის პირად კაბინეტში, მით უმეტეს 15 კილოიანი ხელბარგი”,- აცხადებს ლანა ცერცვაძე.

გარდა ამისა, მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელ პროცესზე დაიკითხება ლილუაშვილის მეუღლეც.

„მისი დაკითხვის მიზანია ის, რომ სასამართლოსთვის იყოს თვალნათელი, რომ უძრავი ქონება არ არის შეძენილი რაიმე ისეთი ფულადი თანხებით, რაც შესაძლოა ჰქონდეს ფიქრად და ვარაუდად ბრალდების მხარეს”,- აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია