ადვოკატი - სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ლევან ხაბეიშვილს ტელეფონს არ უბრუნებენ - თუ ერთი წელი ვერ გახსენით ტელეფონი, 10 წელიც რომ გავიდეს, ვერ გახსნით, ამიტომ გთხოვთ, პატიმარ ადამიანს დაუბრუნოთ თავისი შვილების ფოტოები და ვიდეოები

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ლევან ხაბეიშვილს ტელეფონს არ უბრუნებენ - გთხოვთ, შეასრულოთ სასამართლოს განაჩენი და პატიმარ ადამიანს დაუბრუნოთ თავისი შვილების ფოტოები და ვიდეოები, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, განაჩენის შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ერთი წელი გადის, რაც ე.წ. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი სუს-მა წაიღო. როდესაც ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ამ ტელეფონში არის ლევან ხაბეიშვილის შვილების ფოტოები, ვიდეოები და დაებრუნებინათ აღნიშნული ტელეფონი, გვეუბნებოდნენ რომ იქამდე ვერ დააბრუნებდნენ, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნებოდა. მე ხელთ მაქვს განაჩენი, სადაც პირდაპირ წერია, რომ აღნიშნული ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს ლევან ხაბეიშვილს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ 3 თვის წინ მიიღო, თუმცა 3 თვეა, ლევან ხაბეიშვილს მაინც არ უბრუნებენ ტელეფონს. ყველას შევახსენებ, რომ სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. თუ ერთი წლის განმავლობაში ვერ გახსენით ლევან ხაბეიშვილი ტელეფონი, 10 წელიც რომ გავიდეს, თქვენ ამ ტელეფონს ვერ გახსნით. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, შეასრულოთ სასამართლოს განაჩენი და პატიმარ ადამიანს დაუბრუნოთ თავისი შვილების ფოტოები და ვიდეოები,“ - განაცხადა ტყეშელაძემ.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს