ვლადიმერ პუტინი - ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა აღმავალი დინამიკით ვითარდება

მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ენერგეტიკულ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობა და სტრატეგიული თანამშრომლობა აღმავალი დინამიკით ვითარდება“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, მოსკოვი ჩინეთის ნავთობისა და გაზის მომარაგებით პირველ ადგილზეა და ქვანახშირისა და თხევადი ბუნებრივი აირის წამყვანი ექსპორტიორია.

„ჩინეთში რუსული დიზაინის რამდენიმე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა წარმატებით სრულდება“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ორი ქვეყანა ერთობლივად ავითარებს ტექნოლოგიებს ნახშირწყალბადების წარმოების, გადამუშავებისა და ტრანსპორტირების ეფექტურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს