ლაშა ფარულავა - ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ხალხისთვის კიდევ ერთი ახალი ხარკის შემოღებას გეგმავს: ავტომფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევას! - მოვითხოვთ შეჩერდეს ეს პროცესი

ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ხალხისთვის კიდევ ერთი ახალი ხარკის შემოღებას გეგმავს: ავტომფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევას! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველი საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ავტომობილებისთვის სავალდებულო დაზღვევა არის საბანკო ოლიგარქიას ამოფარებული სადაზღვევო ბიზნესისა და „ოცნების“ კორუფციული შეთანხმება, რომლის საფასურიც ისევ ავტომფლობლის მძღოლები გადაიხდიან.

ირაკლი კობახიძემ საზოგადოება მოატყუა, რომ ფასები გაიაფდებოდა, 86%-იანი ფასნამატი და კორუფციული წილი გაქრებოდა. მაგრამ რა მივიღეთ? ფასები კი არ შემცირდა, არამედ იანვრიდან აგვისტომდე თითქმის 40%-ით გაიზარდა. ახლა კი, იმის ნაცვლად, რომ „ოცნებამ“ და ირაკლი კობახიძემ ამ ტყუილსა და ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა აიღონ, პირიქით - ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ხალხისთვის კიდევ ერთი ახალი ხარკის შემოღებას გეგმავს: ავტომფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევას! ეს არის საბანკო ოლიგარქიას ამოფარებული სადაზღვევო ბიზნესისა და „ოცნების“ კორუფციული შეთანხმება, რომლის საფასურიც ისევ ავტომფლობელებმა უნდა გადაიხადოს. მსგავსი კორუფციული სქემა საქართველოში ვარდების რევოლუციამდეც მოქმედებდა. მიხეილ სააკაშვილმა ეს სისტემა გააუქმა და ხალხის ძარცვა შეწყდა. დღეს კი „ოცნება“ იმავე პრაქტიკის დაბრუნებას ცდილობს. შევარდნაძის “დაზღვევა” ბრუნდება. მოვითხოვთ, შეჩერდეს ეს პროცესი და სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტი ამოღებულ იქნეს მთავრობის საკანონმდებლო გეგმიდან. იგივე უნდა ითქვას ტექდათვალიერებაზეც. ამ ფორმითა და შინაარსით არსებული ტექდათვალიერება ბუტაფორიაა და ხალხის ძარცვის მექანიზმად არის ქცეული. მანქანის ტექნიკური გამართულობა აუცილებელია, მაგრამ მოქალაქის ძარცვა - არა. „ნაციონალური მოძრაობა“ პირველივე შესაძლებლობისთანავე გააუქმებს ამ ფორმით არსებულ ტექდათვალიერებას. ჩვენ ასევე გავანახევრებთ საწვავზე აქციზის მოსაკრებელს, რათა საწვავი გაიაფდეს, და დავშლით ელექტროენერგიის ტარიფში არსებულ კარტელურ და კორუფციულ სქემას. ქართულ საზოგადოებას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ხალხის ჯიბეს კი არ ძარცვავს, არამედ ხალხის ცხოვრებას აიაფებს. ერთად მოვიშოროთ კორუფციული, კრიმინალური და ქურდული „ოცნება“ და დავიწყოთ ქვეყნის მართვა მოქალაქის ინტერესებიდან“, - განაცხადა ფარულავამ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია