ანზორ ბიწაძე - „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ რამდენიმე წევრს ავტომობილები ჩამოართვეს

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ რამდენიმე წევრს, რომლებიც დღეს შს სამინისტროს წინ გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ, ავტომობილები ჩამოართვეს.

;როგორც „ინტერპრესნიუსს“ ანზორ ბიწაძემ განუცხადა, ბოლო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ფილარმონიასთან მოხდა.

;~გაურკვეველმა პირებმა სამი ავტომობილით გააჩერეს ჩვენი პატრიის ერთ-ერთი აქტიური წევრი, რომელიც ავტომობილში მეუღლესთან და ორ მანდილოსანთან ერთად იმყოფებოდა. იძულებით გადმოიყვანეს და ჩამოართვეს ავტომობილი~, - აღნიშნა ბიწაძემ.

;მისივე განმარტებით, პარტიის წევრებს აჩერებენ არა პატრულის წარმომადგენლები, არამედ გაურკვეველი პიროვნებები და გაურკვეველი მიზეზებით ავტომობილებს ართმევენ.

;~თავდაპირველად აღნიშნულ პიროვნებას განუცხადეს, რომ მან ხელი შეუშალა პრეზიდენტის ესკორტის გადაადგილებას, ხოლო შემდეგ პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირმა მას ჯარიმა ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის გამოუწერა. თუ კონკრეტულად სად გადაიყვანეს ავტომობილი, ჩვენთვის უცნობია. გვეუბნებიან გულიას ქ.#8-ში მიბრძანდითო~, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.;