ირაკლი კობახიძე - დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდა

დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა და საერთოდ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები პროგრესი, აქედან გამომდინარე, არის მარტივი, ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, რომ დაიძრას აღნიშნული პროცესი და მიღწეულ იქნას პროგრესი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, „თუმცა გასული წლების განმავლობაში არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა და, შესაბამისად, არავითარი შეთანხმება არ ყოფილა დემარკაცია - დელიმიტაციის კუთხით“.

„ეს იყო მარტივი ტყუილი და სპეკულაცია. განსაკუთრებული კომენტარების გაკეთება არც ღირს ამ თემასთან დაკავშირებით. მე, ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი ცვლილება ამ წლების განმავლობაში საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით არ განხორციელებულა. არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა არც ერთ ქვეყანასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ დავძრათ ეს პროცესი, მივაღწიოთ პროგრესს და პროგრესი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მიღწეული ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა ხაზს გავუსვამ იმას, რომ არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა. შესაბამისად, არავითარ შეთანხმებას არ მოწერია ხელი ამ გასული წლების განმავლობაში დემარკაცია - დელიმიტაციის კუთხით. დანარჩენი ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია, რაც ძალიან მარტივად გამომჟღავნდა.

რაც შეეხება ზოგადად დემარკაცია-დელიმიტაციას, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთს, არავითარი არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა და საერთოდ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები პროგრესი. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის მარტივი, ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდა,“- აღნიშნა პრემიერმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს