ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს თორნიკე რიჟვაძის საქმეზე - მე ბევრი რამე ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით, თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, ინტერესი, შეგიძლიათ თქვენც დასვათ

შეგიძლიათ, ყველა კითხვა დაუსვათ პროკურატურას, შეგიძლიათ, ყველა კითხვა დაუსვათ თორნიკეს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აჭარის ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

„პროკურატურას ყველაფერი აქვს, შეგიძლიათ დაუსვათ კითხვები და პასუხს გაგცემენ. შეგიძლიათ ყველა კითხვა დაუსვათ პროკურატურას, შეგიძლიათ ყველა კითხვა დაუსვათ თორნიკეს. ეს თქვენი საქმეა. მე ბევრი რამე ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით, თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, ინტერესი, შეგიძლიათ თქვენც დასვათ კითხვები“, - აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ 2025 წლის 7 ივლისს თვითმკვლელობა სცადა. მას გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს