ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ ზამთარში ომის დეესკალაციის შესაძლებლობას განიხილავს

აშშ ზამთარში ომის დეესკალაციის შესაძლებლობას განიხილავს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ ზამთარში უკრაინისა და რუსეთის მიერ ომის დეესკალაციის მიზნით ნაბიჯების გადადგმის და უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას განიხილავს.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დეესკალაცია არ სურს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეიძლება მასზე ზეწოლა მოახდინოს.

„ვფიქრობ, პუტინს ტრამპი სჭირდება და მისი განაწყენება არ სურს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლებისგან, სტივ უიტკოფისგან და ჯარედ კუშნერისგან მიღებული გზავნილი იყო ის, რომ „რუსები მზად არიან მოლაპარაკებებისთვის“.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები მოსკოვსა და კიევში დიპლომატიური პროცესის „განბლოკვის“ მიზნით ჩავიდნენ, თუმცა რამდენიმე ახალი იდეაც ჩაიტანეს.

„არის გარკვეული იდეები ენერგეტიკულ [ობიექტებთან], მარცვლეულის [გადაზიდვებთან], ელექტროენერგიის [ინფრასტრუქტურასთან], ნავთობისა და გაზის [ექსპორტთან] დაკავშირებით. განსხვავებული ინტერესები გვაქვს, ჩვენ და რუსეთს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, აშშ მხარს უჭერს უკრაინისთვის „ზამთრის პაკეტს“, რომელიც საჰაერო თავდაცვასა და ენერგეტიკულ დახმარებას მოიცავს.

„საუბარი მხოლოდ რაკეტებზე არ არის. ასევე, საუბარია თხევადი ბუნებრივი აირის და დეესკალაციისკენ ნაბიჯების შესახებ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი