რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი შენობები და საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ერთ-ერთ შენობაში ადამიანები იმყოფებოდნენ ჩარჩენილები.
„ჰოლოსიევსკის რაიონში, საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ხანძარია. ასევე, წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ადამიანები არიან ჩარჩენილები“, - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
ხანძრები დაფიქსირდა პოდილსკისა და დარნიცკის რაიონებშიც. ასევე სოლომენსკის რაიონში თავდასხმის შედეგად საწყობს ცეცხლი გაუჩნდა.