ლატვია რუსეთიდან და ბელარუსიდან შეტანილ მარცვლეულზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს

ლატვიის მთავრობა რუსეთიდან და ბელარუსიდან შეტანილ მარცვლეულზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა განაცხადა.

ლატვიისა და ლიეტუვის ოფიციალურმა პირებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ განიხილავენ რუსული მარცვლეულის მათი პორტების მეშვეობით გადაზიდვების შეწყვეტის საკითხს.

ანალიტიკოსებისა და ტრეიდერების თქმით, რუს ექსპორტიორებს მარცვლეული ლატვიის გავლით სხვა ბაზრებზე გადააქვთ.

Reuters- წერს, რომ აკრძალვამ ან მაღალმა ტარიფებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ალტერნატივა შეწყვიტოს იმ დროს, როდესაც შავი და აზოვის ზღვის მარშრუტები უკრაინის დრონების თავდასხმების გამო პარალიზებულია.

ინდუსტრიის მონაცემებით, 2025 წლის ივლისიდან 2026 წლის ივნისამდე რუსეთმა აზოვისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით 46.3 მილიონი მეტრული ტონა მარცვლეულის ექსპორტი განახორციელა, რაც რუსეთის მიერ საზღვაო გზით ექსპორტირებული მარცვლეულის 90%-ს შეადგენდა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს