Reuters - საუდის არაბეთში „ჰუსიტების“ იერიშების შედეგად, სულ მცირე, 73 ადამიანი დაშავდა

საუდის არაბეთში „ჰუსიტების“ იერიშების შედეგად, სულ მცირე, 73 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიციის წარმომადგენლის, პოლკოვნიკი ტურკი ალ-მალქის ცნობით, ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის რამდენიმე ქალაქზე იერიში მიიტანეს.

„კოალიცია ყველა საჭირო ოპერატიულ ზომას მიიღებს ამ ტერორისტული დაჯგუფების შესაჩერებლად“, - განაცხადა კოალიციის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ იერიშები ივლისში განაახლეს, მას შემდეგ, რაც წითელ ზღვაში საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ გამოაცხადეს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს