ანდრეი სიბიგა - პუტინმა კიევზე თავდასხმა დონალდ ტრამპის წარმომადგენლების წასვლისთანავე განახორციელა - მისი ბალისტიკური რაკეტები სათქმელს უფრო ხმამაღლა ამბობს, ვიდრე მისი სიტყვები დიპლომატიის შესახებ

პუტინმა კიევზე თავდასხმა დონალდ ტრამპის წარმომადგენლების წასვლისთანავე განახორციელა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

ანდრეი სიბიგამ უკრაინის მოკავშირეებს რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდა.

„მისი ბალისტიკური რაკეტები სათქმელს უფრო ხმამაღლა ამბობს, ვიდრე მისი სიტყვები დიპლომატიის შესახებ. საცხოვრებელ შენობებზე იერიშები მას ამ ომში გამარჯვებასთან არ აახლოებს. ეს სხვა არაფერია, თუ არა უაზრო ტერორი“, - წერს სიბიგა X-ზე.

ცნობისთვის, გასულ ღამეს, რუსულმა ძალებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს