Reuters - ისლანდიამ აშშ-ის ელჩი დაიბარა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც ისლანდია აშშ-ის შემადგენლობაშია გამოსახული

ისლანდიამ აშშ-ის ელჩი გამოიძახა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც ისლანდია აშშ-ის შემადგენლობაშია გამოსახული, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორგერდურ გუნარსდოტირმა ისლანდიაში აშშ-ის ელჩი, ბილი ლონგი ქვეყნის საგარეო უწყებაში დაიბარა.

ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტი სრულიად მიუღებელი იყო.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა Truth Social -ზე რუკის ფოტო ორშაბათს გამოაქვეყნა, რომელზეც კანადა, გრენლანდია, ისლანდია, მექსიკა, ასევე, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები აშშ-ის შემადგენლობაში და დროშის ფერებშია გამოსახული.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს