ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 134-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრაზე მათ შორის იქნება საუბარი თამარ მეარაყიშვილის საქმესთან დაკავშირებითაც.

„ვიმსჯელებთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ინციდენტებზე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციაზე. ასევე, დღევანდელი დღის განხილვის საგანი იქნება, თავისუფალი გადაადგილების საკითხი. ამ კუთხით არის სიახლეები. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაემატა რამდენიმე დღე. მოსაბრუნის ე.წ. გადასასვლელი იმუშავებს ყოველკვირეულად: ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას. ხოლო ქაძმანისა და პერევის გადასასვლელები იმუშავებენ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს. დღის წესრიგის ნაწილი იქნება ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტი, ვგულისხმობთ თამარ მეარაყიშვილის ქეისს, რომელიც უკვე წელიწადი გახდება, რაც უშედეგოდ ითხოვს საკუთარ სახლში დაბრუნების უფლებას. აღნიშნული საკითხი კვლავ იქნება ჩვენს შეხვედრაზე განხილვის საგანი“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს