თენგიზ შარმანაშვილი - ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?! - თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა

ირაკლი ღარიბაშვილმა თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა და რაც მალე გააცნობიერებს ამას, უკეთესი იქნება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი "ჩაჯდა იმ ნარატივში, რაც ე.წ. რადიკალურმა ოპოზიციონერებმა შემოგვთავაზეს".

„ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, 100 ათას დოლარზე ნაკლები რომ არც ერთი ღირდა, ის საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?! მან თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა და რაც მალე გააცნობიერებს ამას, უკეთესი იქნება. პოლიტიკური დევნა როგორ არის, აბა?! მან კონკრეტული დანაშაული აღიარა. რომც არ ეღიარებინა, ჩხრეკის დროს სახლში ისეთი რაღაცები აღმოაჩნდა, რომლის კანონიერების გამართლება მან ვერ შეძლო. ზურგში დანა როგორ ჩავარტყით როცა სახლში ისეთი რაღაცები უპოვეს, რახ იმას ნიშნავს, რომ თვითონ ჩაირტყა დანა?!," - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს და ხელისუფლებას „ამაზრზენ და ტრაგიკულ“ მასკარადში ადანაშაულებს. ექსპრემიერი მის ერთ-ერთ ბოლო წერილის შემდეგ დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც მათ შორის გამოიკითხნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არასერიოზულს უწოდებს. ღარიბაშვილი მიმართავს ხელისუფლებას, რომ "სასაცილო და უსუსურ" მეთოდებზე "ტყუილად ნუ წვალობენ", რადგან როგორც "წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს", ისევე შეუძლებელია მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან დაკავშირება. ღარიბაშვილი წერილში ირონიით წერს, მასთან დაკავშირებულ ცნობებზე, რომ თურმე „დიფ-სტეიტის“ და საფრანგეთის აგენტია და აღნიშნავს: „გამიმართლა“, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი, თორემ, ალბათ, სხვა ქვეყნების „აგენტადაც“ გამომაცხადებდნენ". ღარიბაშვილი წერილში კვლავ მიმართავს თანაგუნდელებს, რომ არავის ებრძვის და ზურგში დანა მათ ჩაარტყეს.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა