თეირანში მეტროსადგურებს თავშესაფრებად ამზადებენ

თეირანი მეტროს სადგურებს თავშესაფრებად გამოსაყენებლად ამზადებს, - The Iran International-ის ცნობით, ამის შესახებ საქალაქო საბჭოს თავმჯდომარემ, მეჰდი ჩამრანმა, განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელი ობიექტები სადგურების შიგნით ან მათ მახლობლად აშენდება, თუმცა გრაფიკი არ დაუკონკრეტებია.

როგორც საქალაქო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, შესაბამისი ნიშნები დამონტაჟდება სპეციალურად განსაზღვრული თავშესაფრების აღსანიშნავად და მოსახლეობას წინასწარ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მათი ადგილმდებარეობის შესახებ, რათა კრიზისის ან საგანგებო ვითარებისას მათ მოსაძებნად დრო არ დაეკარგოთ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს