დანიის პრემიერი - გრენლანდიელებს არ სურთ ამერიკელები გახდნენ

გრენლანდიელებს არ სურთ ამერიკელები გახდნენ, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.

მეტე ფრედერიქსენი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ რუკის ფოტოს გამოეხმაურა, რომელზეც კანადა, გრენლანდია, ისლანდია, მექსიკა, ასევე, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები აშშ-ის შემადგენლობაში და დროშის ფერებშია გამოსახული.

„გრენლანდიის მთავრობამ და გრენლანდიელებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ არ სურთ ამერიკელები გახდნენ“, - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, გრენლანდიელმა ხალხმა საკუთარი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს და გრენლანდია არ იყიდება.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ რუკის ფოტოსთან დაკავშირებით ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რეიკიავიკში აშშ-ის ელჩი დაიბარეს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს