ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპთან შეხვედრას სექტემბრის მეორე ნახევარში ელის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრას სექტემბრის მეორე ნახევარში ელის.

ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ტრამპთან შეხვედრაზე ბალისტიკური რაკეტების უკრაინისთვის მიწოდების საკითხს განიხილავს.

„ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა 20 რიცხვებში შედგება და ამ საკითხს განვიხილავთ. ღმერთმა ქნას, შედეგიც იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, მისი თქმით, უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის სამმხრივი ფორმატის შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობა არსებობს.

„ყველა დეტალის გამხელა არ შემიძლია. ამერიკულ მხარესთან შევთანხმდით, რომ ჯერ ყველაფერს მოვამზადებთ, ხოლო შემდეგ საზოგადოებას ვაცნობებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს