ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში,უწყლობის გამო მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მოსახლეობამ უწყლობის გამო საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სოფელში წყალმომარაგების პრობლემა მთელი ზაფხულის განმავლობაში გრძელდება, თუმცა ბოლო სამი დღეა მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

მოსახლეობის თქმით, უწყლობის გამო მათ ყოველდღიური ყოფა მნიშვნელოვნად შეეზღუდათ და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების უზრუნველყოფაც კი უჭირთ.

ადგილობრივების ინფორმაციით, პრობლემის შესახებ მათ არაერთხელ აცნობეს შესაბამის უწყებებს, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის მერიასა და წყალმომარაგების სამსახურს, თუმცა, მათი თქმით, ამ დრომდე არც პასუხი მიუღიათ და არც პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული ღონისძიებები გატარებულა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს