უნგრეთმა ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა

უნგრეთმა ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა, - ინფორმაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანიტა ორბანი ავრცელებს.

„ჩემი მითითებით, სამშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უნგრეთში რუსეთის ელჩს აცნობა, რომ უნგრეთის ხელისუფლების შეფასებით, რუსეთის მისიის 10 წევრი ისეთ საქმიანობაში იყო ჩართული, რომელიც ვენის კონვენციის თანახმად დიპლომატებისთვის მიუღებელია“, - აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ანიტა ორბანის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უნგრეთის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს იცავს.

„ეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ ნიშნავს. უნგრეთი გეგმავს გააგრძელოს აუცილებელი დიალოგი, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და წესების დაცვაზე იქნება დაფუძნებული“, - წერს ანიტა ორბანი სოციალურ ქსელში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს