დიმიტრი პესკოვი - დარწმუნებულები ვართ, რომ გამარჯვება ძალიან ახლოსაა - სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს მივაღწევთ

რუსეთი დარწმუნებულია უკრაინასთან დაკავშირებულ კონფლიქტში გამარჯვებაში, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„დარწმუნებულები ვართ, რომ გამარჯვება (უკრაინის კონფლიქტში) ძალიან ახლოსაა. ღრმად დარწმუნებულები ვართ ჩვენს სამხედრო პოტენციალში, ჩვენს სამხედრო ოპერაციებში, რომლებიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, მოსკოვი ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს მიაღწევს, თუმცა ურჩევნია, ეს მშვიდობიანი გზით განახორციელეს.

პესკოვმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ ძალაუფლების ცენტრად გადაქცევა დაიწყეს.

„უნდა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, მაგრამ ამის მშვიდობიანი გზით განხორციელებას ვამჯობინებთ და ამ კონტექსტში, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში ნებისმიერი წვლილის შეტანას მივესალმებით“, - აღნიშნა პესკოვმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს